ამ საიტზე თქვენ ნახავთ:
ვირტუალური გამომცემლობაამ საიტზე განლაგებული წიგნები გამოადგება იმ ბავშვებს რომლებიც სწავლობენ რუსულს ან ინგლისურ ენებს. ყველა მსურველს შეუძლია ამოიბეჭდოს ეს ისტორიები ფერად პრინტერზე და დაამზადოს წიგნები. ან ინტერნეტის საშუალებით დაათვალიეროს წიგნების ელექტრონული ვერსიები ან კიდევ გადმოიწეროს წიგნების ელექტრონული ვერსიები და დააინსტალიროს ისინი თავის კომპიუტერზე.რატომ ვირტუალი გამომცემლობა? ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ არანაირი გამომცემლობა რელურად არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ეს ვებ ვებგვერდი :) მეორეც ერთი ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ საიტიდან ამოიბეჭდავს და დაამზადებს წიგნს ფაქტიურად არარსებული გამომცემლობის თანამშრომელი გამოდის :)
როგორც უკვე ითქვა წიგნებს რომლებიც შეგიძლიათ ამოიბეჭდოთწიგნების ელექტრონულ ვერსიებს (რაღაც საშუალოს ჩვეულებრივ წიგნს, კომპიუტერულ თამაშს და მულტფილმს შორის)კომპიუტერულ თამაშებს რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ უფრო ახლოს გაეცნოთ წიგნების გმირებსდა რათქმაუნდა ინფორმაციას ავტორის შესახებ
ძველებური ტელესკოპი
ძველებური ტელესკოპი
დაბზარული გული
დაბზარული გული
ძველებური ნივთების მუზეუმი
ძველებური ნივთების მუზეუმი
თქვენს წინაშეა სამი პატარა ისტორია თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ნებისმიერი მათგანი, ამობეჭდოთ ფერად პრინტერზე და შემდგომ დაიმზადოთ წიგნი
იმისათვის რომ დაამზადოთ წიგნი:1.გადმოიწერეთ წიგნის PDF ვერსია2.სასურველია წიგნები ამობეჭდოთ ფურცლის ორივე მხარეს ამიტომ თუკი თქვენ ბეჭდავთ ჭავლურ პრინტერზე შეიძინეთ სპეციალური ორმხრივი ქაღალდი.3.შემდეგ აკინძეთ ამობეჭდილი ფურცლები და წიგნიც მზად არის
ძველებური ნივთების მუზეუმი
ძველებური ნივთების მუზეუმი
დაბზარული გული
დაბზარული გული
ძველებური ტელესკოპი
ძველებური ტელესკოპი
ელექტრონული წიგნებიალბათ თქვენ უკვე გაეცანით პატარა ისტორიებს წინა განყოფილებაში და შეიძლება უკვე წიგნებიც კი გააკეთეთ. აქ კი ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებია.
გასაფერადებელი
გასაფერადებელი
გამოიცანი
გამოიცანი
კომპიუტერული თამაშებიპირველი თამაშის წესები ადვილია –გამოიცანით წიგნის გმირები და ჩაწერეთ მათი სახელები.
მეორე თამაში კი კომპიუტერული გასაფერადებელია. აირჩიეთსხვადასხვა ნახატი და გააფერადეთ.
ორიოდე სიტყვით ავტორის შესახებ:გამარჯობა, მე მქვია სანდრო. ადრე, დიდი ხნის წინ, მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტზე. მაშინ ბევრს ვხატავდი, ვიგონებდი პერსონაჟებს, მერე გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა. ჩემი სამუშაოს პარალელურად პატარა ხელნაკეთი წიგნების ვაკეთებდი. ვწერდი მოკლე ისტორიებს, ვხატავდი მათთვის ილუსტრაციებს და მერე ჩემს მეგობრებს ვჩუქნიდი. მერე პატარა ვიდეოსტუდიის მენეჯერი ვიყავი და კლიპების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კეთება დავიწყე. ვიდეოპროდუქტების გარდა ვებსაიტებსაც ვაკეთებდი. ჟურნალ “ანაბეჭდში„ ვმუშაობდი და ამ ჟურნალის დიზაინზე ვმუშაობდი. მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს მთელი ჩემი მოგროვილი ცოდნა გავაერთიანე და ეს პროექტი გავაკეთე. ამ წიგნების ქართული ვერსიები სტამბაშიც კი დავბეჭდე მაგრამ მაღაზიებში გავრცელებას თავი ვეღარ მოვაბი :)
სხვა ჩემი პროექტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ საიტებზე:ჩემთან დაკავშირება შეიძლება შემდეგ ე-მაილ-ზე:
0%